უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე მოიერიშე ბრიგადაში აცხადებენ, რომ ხარკოვის ოლქში, ფრონტის ერთ-ერთ მონაკვეთზე კონტრშეტევაზე გადავიდნენ და თითქმის ორი კვადრატული კილომეტრით წინ გავიდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა გაათავისუფლეს ტერიტორია, რომელსაც მანამდე ოკუპანტები აკონტროლებდნენ და მტრის საყრდენი პუნქტები დაიკავეს. ბრიგადის ხელმძღვანელობა არ აკონკრეტებს, ფრონტის რომელ მონაკვეთზე ახორციელებენ კონტრშეტევას.