ტაილანდში ავიაკატასტროფას 9 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზე ხუთი ჩინელი და ორი ტაილანდელი მგზავრი, ასევე ორი მფრინავი იყო, დედაქალაქ ბანგკოკის მახლობლად ტყეში ჩამოვარდა. მცირე ზომის ლაინერი ბანგკოკის საერთაშორისო აეროპორტიდან ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიფრინავდა. ეკიპაჟთან კონტაქტი აფრენიდან დაახლოებით ათ წუთში შეწყდა. ხომალდს სავარაუდოდ, ტურისტები ძვირადღირებულ კურორტზე გადაჰყავდა. თვითმფრინავი ტყეში, ტალახიან ადგილას ჩამოვარდა, რამაც სამძებრო სამუშაოები შეაფერხა. ავიაკატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.