ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ინოვაციურმა ბანაკმა საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებიდან 100-ს მოსწავლეს უმასპინძლა. დახურვის ცერემონია ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში გაიმართა. სკოლის მოსწავლეებისთვის განკუთვნილ ბანაკში მონაწილეობის სურვილი 3000-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა.
პრაქტიკული მეცადინეობების გარდა, ბანაკის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ მოწვეული სპიკერებისათვის და ჩართულიყვნენ გასართობ თამაშებსა და სპორტულ აქტივობებში. ერთი კვირის განმავლობაში მოსწავლეები ეცნობოდნენ რობოტიკას, კიბერუსაფრთხოებას, პროგრამირებისა და ასტროფიზიკის საწყისებს, რაც თითოეულ მათგანს დაეხმარება სამომავლოდ კარიერული ცხოვრების უკეთ დაგეგმვასა და გამოცდილებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში.