ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ზუსტად 2 თვე რჩება - ამ პროცესამდე მცირე ხნით ადრე პოლიტიკური პარტიები საარჩევნო კამპანიას აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ. „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი გზავნილები ამომრჩეველს კიდევ ერთხელ გააცნო. ამბროლაურში გამართულ გასვლით ღონისძიებაზე პარტიის საპატიო თავმჯდომარემ არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ამავდროულად, „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში დარჩენის გარანტიის სანაცვლოდ აფხაზეთის აღიარებას აპირებს. როგორ მიმდინარეობს მზადება საპარლამენტო არჩევნებისთვის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში.