შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მარტვილის მუნიციპალიტეტში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა მეზობლად მცხოვრები მოქალაქე, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. აღნიშნული დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.