უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიგალის განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად უკრაინის 15 ოლქი დაზარალდა. მისივე თქმით, მტერმა სხვადასხვა ტიპის იარაღი გამოიყენა, მათ შორისაა დრონები და ფრთოსანი რაკეტები. შმიგალის თქმით, უკრაინის ქალაქების ბარბაროსული დაბომბვის შესაჩერებლად აუცილებელია იმ პუნქტების განადგურება, რომლებიდანაც რუსულ რაკეტებს უშვებენ. ამასთან, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა, გერმან გალუშჩენკომ განაცხადა, რომ მტრის სარაკეტო თავდასხმის სამიზნე უკრაინის ენერგეტიკული სექტორი გახდა. ქალაქ ლუცკში რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა. მერის, იგორ პოლიშუკის ინფორმაციით, ადგილზე ერთი ადამიანი დაიღუპა, ასევე კიდევ ერთი ადამიანი დნეპროპეტროვსკის ოლშიც დაიღუპა. სარაკეტო იერიში პოლტავის ოლქზეც განხორციელდა, სადაც 5 ადამიანი დაიჭრა.