ისრაელში მძევლების ოჯახების წევრებმა და მათმა მხარდამჭერებმა თელ-ავივში აიალონის გზატკეცილი გადაკეტეს. ისრაელის მედიის ცნობით, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსგან მოითხოვენ, რომ მძევლების გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიოს. აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ, რომ „ნეთანიაჰუ მძევლებს მარხავს“ და მან ისინი მიატოვა. უკვე რამდენიმე თვეა, რაც ისრაელი და „ჰამასი“ ეგვიპტის, კატარისა და შეერთებული შტატების შუამავლობით, ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ არაპირდაპირ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.