პაკისტანის ბელუჯისტანის პროვინციაში თავდასხმების სერიის შედეგად 70-ზე მეტი ადამიანი მოკლეს. „როიტერის“ ცნობით, სეპარატისტმა მებრძოლებმა თავდასხმები პოლიციის განყოფილებებზე, რკინიგზის ხაზებსა და ავტომაგისტრალებზე განახორციელეს. უსაფრთხოების ძალებმა საპასუხო ოპერაცია დაიწყეს. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, მოჰსინ ნაქვი აცხადებს, რომ ეს თავდასხმები წარმოადგენს კარგად გააზრებულ გეგმას, რომლის მიზანი პაკისტანში ანარქიის შექმნაა. პაკისტანის შეიარაღებული ძალების ცნობით, შეტაკებების დროს მოკლულია 14 სამხედრო და პოლიციელი და კიდევ 21 მებრძოლი. ბელუჯისტანის ხელისუფლების განცხადებით, მოკლულია 38 სამოქალაქო პირი. მათგან 23 ავტომაგისტრალებზე მოკლეს. დამწვარია, სულ მცირე, 35 სატრანსპორტო