ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი ქალაქ კურჩატოვში ჩავიდა, სადაც კურსკის ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. ვიზიტის შესახებ წინასწარი ინფორმაცია გროსიმ გუშინ გაავრცელა და აღნიშნა, რომ კურსკის ატომური ელექტროსადგურის მახლობლად გაზრდილი სამხედრო აქტივობების ფონზე, ადგილზე არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება. ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც რუსეთის კურსკის ოლქში აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება.