კომპანია Meta-ს დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბერგმა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, ჯიმ ჯორდანს წერილი მისწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია COVID-19 თემის გამო მასზე და მის გუნდზე ზეწოლას ახორციელებდა. საქმე 2021 წლის მოვლენებს ეხება. როგორც ცუკერბერგი წერს, მას პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები დაუკავშირდნენ და COVID-19-თან დაკავშირებული კონტენტის, იუმორისა და სატირის ჟანრის ინფორმაციის ჩათვლით, ცენზურას სთხოვეს. ცუკერბერგის თქმით, მას ნეიტრალურად დარჩენა სურს და მოახლოებულ საარჩევნო ციკლში ის მონაწილეობას არ მიიღებს.