ერთიანობა - “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები უნდობლობას უცხადებენ ანტიკორუფციულ ბიუროს და ამბობენ, რომ უწყების მხრიდან კორუფციაზე საუბარი არასერიოზულია. როგორც ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, თუკი ქვეყანაში რაიმე არის გაუმჭვირვალეა, ეს სწორედ „ქართული ოცნების“ კორუფციული სქემების შავი ფულია და, როგორც „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, ეს „ქოლ ცენტრებით“ დადასტურდა. გუშინ ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჟდენ კუპრაშვილის განცხადებით, მოკვლევის შედეგად არსებობს ეჭვი კონკრეტული პარტიები არასამთავრობოების გავლით უცხოელი დონორებისგან ფინანსდებიან რაც კანონს ეწინააღმდეგება და ამ პარტიებს დაევალათ რომ 31 ოქტომბრამდე წარადგინონ დოკუმენტები.