იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა. ახალ რწმუნებულს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე შეხვდა და ლევან ზალკალიანს წარმატებება უსურვა. ზალკალიანი ამ დრომდე ცაგერის მერი იყო. ის ასევე იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე. სხვადასხვა დროს მუშაობდა პროკურატურის სისტემაში გამომძიებლად და პროკურორად, მათ შორის 11 წლის განმავლობაში - ამბროლაურის რაიონულ პროკურორად. მას იუსტიციის უფროსი მრჩევლის წოდება აქვს მინიჭებული.