პალესტინაში განაცხადეს, რომ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ისრაელის ფართომასშტაბიანი ოპერაციების შედეგად, ჯენინისა და ტუბასის ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკებში, შეტაკებებისას 10-ი ადამიანი დაიღუპა. ამასთან, ჯენინის მახლობლად, ისრაელის მხრიდან დრონით დარტყმის შედეგად 3-ი ადამიანი დაიღუპა. ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე მოქმედებენ დასავლეთ სანაპიროს სხვა ნაწილებშიც, მათ შორის რამალას, კალკილიასა და ტულკარემის მახლობლად. ისრაელის თავდაცვის ძალებში განაცხადეს, რომ „ჯენინსა და ტულკარემში ტერორიზმის აღსაკვეთად რამდენიმედღიან ოპერაციას ატარებენ“.