უკვე რამდენიმე საათია, რაც საკონსტიტუციო სასამართლოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით პრეზიდენტის, არასამთავრობო სექტორისა და ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ მომზადებული სარჩელის განხილვა გრძელდება. საკუთარი შეხედულება უკვე დააფიქსირეს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა. ეკა ბესელიამ და გიორგი ბურჯანაძემ კანონის ნეგატიურ მხარეზე ისაუბრეს და მისი დაუყონებლივი შეჩერება, შემდეგ კი გაუქმება მოითხოვეს.