წეროვანში სასწრაფო დახმარების ახალი შენობა გაიხსნა. ახალგორი-ქურთას 3-ბრიგადიანი ფილიალის 40 თანამშრომელი მუშაობას ახალ სამუშაო პირობებში გააგრძელებს. წეროვანის რაიონული სამსახურის ახალი შენობა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული, რომელიც განახლებული ტექნიკითა და ინვენტარითაა აღჭურვილი. ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო და მოსასვენებელი ყველა პირობაა შექმნილი. აღსანიშნავია ისიც, რომ სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლის პერიოდი გამოძახებიდან, დანიშნულების ადგილამდე კიდევ უფრო შემცირდება.