3 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გეგმავს მონღოლეთში ჩასვლას, აღნიშნული ქვეყანა კი რომის წესდების ხელმომწერია. 2023 წლის მარტიდან, როდესაც ჰააგის სასამართლომ მისი დაკავების შესახებ ორდერი გასცა, ეს პუტინის პირველი ვიზიტი იქნება ქვეყანაში, რომელსაც ხელმოწერილი აქვს ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შექმნის შესახებ რომის წესდება. რომის სტატუსის ხელმომწერი ქვეყნები ფორმალურად ვალდებულნი არიან, რომ პუტინის დაკავების ორდერი შეასრულონ. სავარაუდოდ ამ მიზეზით, 2023 წელს პუტინი სამხრეთ აფრიკაში არ ჩავიდა, სადაც ის BRICS-ის სამიტზე იყო მიწვეული.