ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა საქართველოს პარლამენტში დღეს განახლდება. კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მეორე მოსმენით მუხლობრივად განიხილავს. აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. პარტია გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის მისამართით ალტერნატიული წინადადების წარდგენას აპირებს. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან კანონპროექტთან დაკავშირებით.