საკონსტიტუციო სასამართლოში რუსული კანონის წინააღმდეგ 5 სარჩელი შევიდა, სარჩელების 3-დღიანი განხილვა დასრულდა. სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მიიღებს თუ არა სასამართლო სარჩელებს წარმოებაში და დაიწყება თუ არა საქმის არსებითი განხილვა. იუსტიციის სახლის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით კი, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, ორგანიზაციებისთვის განაცხადის ჩაბარება შესაძლებელი 2 სექტემბრის ჩათვლით იქნება, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს განაცხადების ჩაბარების ბოლო დღეა.