აზერბაიჯანის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია, „ახალი აზერბაიჯანი“ ლიდერობს. აზერბაიჯანის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მაზაჰირ პანახოვმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია 125-ადგილიან მილი მეჯლისში 68 მანდატს მიიღებს. ამასთან, ქვეყნის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, „აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის პარტიამ“ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ არსებულ პირობებში არჩევნებში მათ მონაწილეობას აზრი არ ჰქონდა. ბოიკოტს შეუერთდა კოალიცია „აზერბაიჯანის დემოკრატიული ძალების ეროვნული საბჭოც. მათ არჩევნებს იაფი ფარსი უწოდეს, რომელში მონაწილეობაც, მათი შეფასებით, ეროვნული ინტერესების თვალსაზრისით არასაჭირო და საზიანოა. შეგახსენებთ, აზერბაიჯანში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებზე დასაკვირვებლად 112 749 ადგილობრივი დამკვირვებელი იყო რეგისტრირებული. მათგან 65 000-ზე მეტი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელია. ამასთან, რეგისტრირებული იყო 598 საერთაშორისო დამკვირვებელი. პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა VI მოწვევის მილი მეჯლისის დაშლისა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი 28 ივნისს მოაწერა.