საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ამ წუთებში დეპუტატები მომხსენებელსა და ქართული ოცნების დეპუტატს არჩილ გორდულაძეს კანონპროექტთან დაკავშირებით კითხვებს უსვამენ. საკითხზე პოლიტიკურ სპექტრში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. ოპოზიციის ერთი ნაწილი აცხადებს, რომ ქართულ ოცნებას წინასაარჩევნოდ ამნისტიის კანონპროექტის მიღება პატიმრების და მათი ოჯახის წევრების ხმების მიტაცებისთვის სჭირდება. თავად მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აღნიშნულ ფაქტს უარყოფენ და ამბობენ, რომ ამნისტია ჰურმანური აქტია, რომელსაც კავშირი არ აქვს არჩევნებთან.