საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს ორბელიანების სასახლეში შეხვდა. სალომე ზურაბიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა, მან ქვეყანაში არსებული პოლიტიკური მდგომარეობა შეაფასა და თქვა, რომ წელს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი, არამედ გადამწყვეტი და საქართველოსთვის "ეგზისტენციალური მომენტია". სალომე ზურაბიშვილმა "ტრაგედია" უწოდა იმას, რომ ზოგიერთი ადამიანი საქართველოს პარტნიორებს "ომის პარტიას" უწოდებს და არაფერს ამბობს მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს. პრეზიდენტის თქმით, მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და ყველაზე დემოკრატიული მეთოდით, არჩევნებით დააფიქსიროს აზრი, რაც იქნება "გზა საქართველოს სტაბილურობისაკენ".