თბილისში რიგით მერვე საერთაშორისო კონფერენციიაზე საერთაშორისო პარტნიორები "ქართულ ოცნებას" აკრიტიკებენ. კონფერენციას აშშ-სა და ევროპის ქვეყნების ლიდერები ესწრებიან. საერთაშორისო პარტნიორების მთავარი კრიტიკის საგანი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონია. ამბობენ, რომ კანონი საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხის ქვეშ აყენებს. დევიდ კრამერი მოსალოდნელ სანქციებზეც საუბრობს. მისი თქმით, აშშ-ში "ქართული ოცნების" წევრების დასანქცირების საკითხი აქტიურად განიხილება. ის იმედოვნებს, რომ ქმედით ნაბიჯებზე ევროკავშირიც გადავა. დასავლელი პარტნიორების კრიტიკას ოპოზიციაც იზიარებს.