ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უარყოფს როგორც საშინაო, ასევე საერთაშორისო კრიტიკას, რომ ის არის პასუხისმგებელი მძევლების გათავისუფლების შეთანხმების დაბლოკვაზე და აცხადებს, რომ შეთანხმების მიღწევის გაჭიანურებასა და მძევლების დაღუპვაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ "ჰამასს" ეკისრება. ამასთან, ისრაელის პრემიერმა დაღუპული მძევლების ოჯახებს მოუბოდიშა. მისი თქმით, ისრაელის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა მძევლების დასაბრუნებლად. ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის ომის მიზნებია „ჰამასის“ განადგურება, ყველა მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის და ჩრდილოეთ საზღვართან მცხოვრებლების თავიანთ სახლებში უსაფრთხო დაბრუნება.