ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, თამარ კორძაიამ უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ კანონსა და მის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. კორძაიას განცხადებით, სანქციების ნაწილი დღეს ამოქმედდა. ოპოზიციონერის თქმით, საზოგადოებამ კარგად დაინახა ამ კანონის მიღების მავნე შედეგები, რადგან ფინანსური დახმარება შეუჩერდათ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, ასევე უდიდესი დარტყმა მიიღეს მედიაორგანიზაციებმა. კორძაიას განმარტებით, ფინანსური დახმარება შეუჩერდათ მოწყვლად ჯგუფებს- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველ ბავშვებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს, ქალებს, და მცირე მეწარმეებს. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები თვლიან რომ კანონპროექტის ძალაში შესვლის ერთადერთი მიზანი, ჟურნალისტების და თავისუფლებისთვის მებრძოლი საზოგადოების წარმომადგენლების გაჩუმებაა.