მეათე მოწვევის პარლამენტის ბოლო საშემოდგომო სესია მწვავე პოლიტიკური განცხადებებით გაიხსნა. ოპოზიციიდან სხდომას მხოლოდ პარტია გირჩის და გახარია საქართველოსთვის წევრები ესწრებოდნენ. პარტია გახარია- საქართველოსთვის წევრების განცხადებებს პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის მხრიდან არაერთხელ ხმაური და შეძახილები მოჰყვა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ქართული ოცნების წევრებმა პოლიტიკური განცხადებების დროს ყურადღება ნაციონალური მოძრაობის გასამართლებაზე გაამახვილეს.