"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ბრიფინგი გამართა. მან „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანს, მამუკა მდინარაძეს მიმართა, საზოგადოების კითხვებს უპასუხოს, თუ რატომ შექმნა „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში ასეთი რთული მდგომარეობა. ვაშაძის შეფასებით, ხელისუფლებას უნდა თავისი არასწორი პოლიტიკით ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს. მისივე განმარტებით, საქართველოს რეალურად 2 არჩევანი აქვს, ერთი არის კეთილდღეობა ევროპაში, მეორე კი სიღატაკე იზოლაციაში.