რუსეთის ბირთვული დოქტრინის განახლება განპირობებულია არსებული დღის წესრიგით, რომელიც დასავლეთის ქმედებების შედეგად ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ კრემლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დიმიტრი პესკოვმა აღმოსავლეთ ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში განაცხადა.
“ბირთვული დოქტრინის ამ განახლებას მოითხოვს არსებული დღის წესრიგი და მდგომარეობა, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ქმედებების შედეგად წარმოიქმნა“, - განაცხადა პესკოვმა.
შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა 1-ელ სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ცვლის თავის ბირთვულ დოქტრინას. მისი განმარტებით, ეს მოხდება კონფლიქტებისა და ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებით დასავლეთის ქმედებების ანალიზის საფუძველზე.