"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ხელისუფლების მორიგი კრიტიკის საფუძველი გახდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს- სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებით სახელმწიფო დეპარტამენტში სამომავლო ნაბიჯებზე მსჯელობა მიმდინარეობს. მილერის გზავნილებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამწუხაროს უწოდებს.