უერთდება თუ არა საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარტია "ლელოს". შესაძლო გაერთიანება პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა. ქართულ ოცნებაში ამბობენ,რომ მამუკა ხაზარაძე არის ნულოვანი რეპუტაციების მქონე პოლიტიკოსების მაგნიტი და მსგავს გაერთიანებას არავითარი რესურსი არ აქვს, რადგან "ლელო" საარჩევნო ბარიერს ვერცერთ შემთხვევაში ვერ გადალახავს. კოალიცია ძლიერ საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კუპრაძემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა , სადაც სხვა ლიდერებთან ერთად, მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილიცაა აღბეჭდილი.