სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა“ გახსნა და ახალგაზრდებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან სიტყვით მიმართა. მინისტრმა ახალგაზრდებს უწყების კომპეტენციაში შემავალი როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ასევე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების მიმდინარეობა გააცნო, ისაუბრა მიღწეულ ხელშესახებ შედეგებსა და სამომავლოდ დასახულ გეგმებზე. მონაწილეებს სიტყვით ასევე მიმართა სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის უფროსმა მრჩეველმა, ვლადიმირ შკოლნიკოვმა.