ე.წ "გამჭვირვალობის კანონის" შემდეგ, საერთაშორისო პარტნიორები ახლა უკვე ე.წ ლგბტ პროპაგანდის წინაარმდეგ შემუშავებულ კანონპრიექტს აკრიტიკებენ. ევროკავშირმა “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღება ოფიციალურად დაგმო. ევროგაერთიანების უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით ეს ინიციატივა საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს ძირს უთხრის და ასევე მოსახლეობის ნაწილის მიმართ სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. აღნიშნული კანონპროექტის მიმართ გარკვეული სახის კითხვის ნიშნები ოპოზიციაშიც აქვთ. „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ აღნისნულ კანონპროექტთან დაკვშირებით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტს მიმართა.