ისრაელის უსაფრთხოების სააგენტო „შინ ბეთმა“ გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის თანახმადაც გასული წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ლიბანიდან ისრაელის ტერიტორიისკენ აგვისტოში ყველაზე მეტი რაკეტა გაუშვეს. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ აგვისტოს განმავლობაში ლიბანისა და სირიის ტეროტირიიდან ისრაელისკენ 1 307 რაკეტა გაისროლეს. აღსანიშნავია, რომ რაკეტების უმეტესი ნაწილი ლიბანიდან გაუშვეს. ამასთან, "შინ ბეთის" მონაცემებით, აგვისტოში ისრაელის მიმართულებით ღაზას სექტორიდან მხოლოდ 116 რაკეტა გაისროლეს.