პარკირების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა თუ გაიზარდა, შემცირებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმების მაჩვენებელი - Palitra News

პარკირების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა თუ გაიზარდა, შემცირებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმების მაჩვენებელი

2024-09-24 13:59:55+04:00

პარკირების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების რაოდენობა თუ გაიზარდა, შემცირებულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის დაჯარიმების მაჩვენებელი. ამ წლის იანვარ-აგვისტოში, უბილეთო მგზავრობისთვის გამოწერილმა ჯარიმებმა 2 მილიონ 300 ათას ლარს გადააჭარბა, რაც დაახლოებით 300 ათასი ლარით ნაკლებია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარის ოდენობით. თუმცა, გაზრდილია ზოგადად სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან ბიუჯეტში შესული თანხის მოცულობა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს იანვარ-აგვისტოში ჯარიმებიდან და საურავებიდან ბიუჯეტში 265 მილიონ 845 ათასი ლარი შევიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში - 232 მილიონ 850 ათასი ლარი იყო