შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნის ხუთი მოქალაქე: 1991 წელს დაბადებული ა. ა., 1994 წელს დაბადებული ბ. რ., 1981 წელს დაბადებული ა. ნ., 1991 წელს დაბადებული ს. ა., 1986 წელს დაბადებული ქ. ა. საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებამ დაადინა, რომ ბრალდებულებმა სასაზღვრო გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, ლაგოდეხის სამმართველოს, სასაზღვრო სექტორის მაწიმის დასაცავ მონაკვეთზე უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდნენ.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.