ამერიკის შეერთებული შტატების სენატში, დღეს, ქართველი ხალხის აქტზე" იმსჯელებენ. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები დოკუმენტში საბოლოო შესწორებებს განიხილავენ, რის შემდეგაც კანოპონპროექტს კენჭს სენატში უყრიან. სენატორების მიერ შემუშავებული დოკუმენტის ერთი ნაწილი ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებას, მეორე ნაწილი კი ქართველი ხალხის ფინანსურ მხარდაჭერას გულისხმობს. ამერიკის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს საკითხის განხილვას ეხმაურებიან ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტები არ გამორიცხავენ შტატების მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასაც.