საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საარჩევნო პროცესში გარე ძალების ჩარევაზე ისაუბრა. სპეციალურ ბრიფინგზე, შალვა პაპუაშვილმა მედიამონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა და ბოლო 21 დღის განმავლობაში, პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარის გზავნილს უკვე მოჰყვა შეფასებები ოპოზიციური პარტიების მხრიდან.