რატომ აღარ მიიწვია ბაიდენის ადმინისტრაციამ ირაკლი კობახიძე მსოფლიო ლიდერების მიღებაზე - საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერები ადასტურებენ ინფორმაციას რომ ამერიკულმა მხარემ პრემიერს სპეციალური მიწვევა ღონისძიებამდე 1 დღით ადრე გაუუქმა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაუგებარია, ამიტომ სტრატეგიულ პარტნიორს ურჩევს, საქართველოსაგან სტუმარ-მასპინძლობა ისწავლოს. ირაკლი კობახიძის, როგორც პოლიტიკური ფიგურის უარყოფის ღია ფაქტზე საუბრობს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ქართული ოცნება თავისივე ანტიდემოკრატიული ნაბიჯების შედეგებს იმკის.