ვინ ცდილობს საარჩევნო პროცესში ჩარევას. მმართველმა პარტიამ, მედიამონიტორინგის შედეგები გაასაჯაროვა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ ბოლო 21 დღის განმავლობაში პარტნიორების მხრიდან გაკეთებული განცხადებები "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ნეგატიურ კონტექსტში წარმოჩენას ემსახურებოდა. საარჩევნო პროცესში გარე ჩარევასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებმა მედიასთან კიდევ ერთხელ ისაუბრეს. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ოპოზიციური პარტიების მხრიდანაც.