ნიკა გვარამია კოალიცია "ცვლილებისთვის" საპარლამენტო სიაში არ იქნება - ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მედიისთვის გამართულ ბრიფინგზე თავად განაცხადა. როგორც გვარამია განმარტავს, მნიშვნელოვანია გზა მიეცეთ ახალ პოლიტიკურ აქტორებს. მისივე განცხადებით, გარდა იმისა, რომ ის არ იქნება საპარლამენტო სიაში, არ იქნება არც რომელიმე სამთავრობო თანამდებობის, ან პრემიერობის კანდიდატი.