პარტიამ “გახარია - საქართველოსთვის” 2024 წლის საარჩევნო სია წარადგინა. სიის პირველ ნომრად პარტიის თავმჯდომარე, გიორგი გახარია დასახელდა. პრეზენტაციაზე ცნობილი გახდა, რომ პარტია “გახარია საქართველოსთვის” “კონსერვატიული პარტიის“ თავმჯდომარე, ზვიად ძიძიგური და ასევე დიმიტრი ცქიტიშვილი შეუერთდნენ. ღონისიებაზე პარტიამ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაცია გამართა, რომელიც სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებას, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობას, საგარეო და უსაფრთხო პოლიტიკას, ასევე მშვიდობიან დეოკუპაციას მოიცავს.