კულტურისა და სპორტის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, დღეს ის მინისტრის თანამდებობას დატოვებს. ამის შესახებ წულუკიანმა რეჟისორ, გიზო ჟორდანიას საიუბილეო საღამოზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ძალიან მალე გაირკვევა ის როლი, რომელიც მას ექნება მინიჭებული. 26 სექტემბერი ბოლო დღეა, როცა საპარლამენტო არჩევნებისთვის რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები უნდა წარადგინონ.