"ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ისნის დელეგატი, ნიკა ელისაშვილი, ნავთლუღის დასახლებაში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მოსახლეობას კარდაკარის პრინციპით შეხვდა. შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, შეაჯამა განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. ელისაშვილმა ასევე მოსახლეობასთან ერთად ადგილზე არსებული გამოწვევები განიხილა.