ერთ თვეში ვაკანსიების რაოდენობა შემცირდა. ყველაზე მაღალი მოთხოვნა კადრებზე კი კვლავ გაყიდვების სფეროშია. აგვისტოში jobs.ge-ზე 7 445 ვაკანსია გამოქვეყნდა. PMCG-ის მონაცემების მიხედვით, ვაკანსიების რაოდენობა ივლისთან შედარებით 13.1%-ით არის შემცირებული. მიმდინარე წლის 8 თვეში ჯამურად გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობამ 46 887 შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.4%-იან ზრდას აჩვენებს. „ამასთანავე, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების საშუალო წლიური ზრდა შენელდა“, - ვკითხულობთ PMCG-ის კვლევაში. დოკუმენტის მიხედვით, აგვისტოში კვლავაც მაღალი იყო გაყიდვების სფეროში გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა, კადრებზე მოთხოვნაა ფინანსების მიმართულებით, ასევე ადმინისტრაციულ და მენეჯერულ პოზიციებზე.