მსოფლიოში ოქროს გაძვირების პარალელურად, ძვირფასი ლითონის ნაკეთობებზე ფასები იზრდება საქართველოშიც. ბოლო ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა სინჯის ერთი გრამი ოქრო თბილისის „ოქროს ბირჟაზე“ 15-20 ლარით უკვე გაძვირდა. დღეს 1 გრამი ოქრო 585 სინჯით, 200 ლარი ღირს, აგვისტოში კი მისი ფასი 180 ლარს შეადგენდა.
1 გრამი ე.წ ბაჯაღლოს ფასი, 958 სინჯით 235 ლარიდან იწყება, მაშინ, როცა ერთი თვის წინ, მისი ღირებულება 220 ლარიდან იწყებოდა.
ცნობისათვის, უნცია ოქროს ფასი მორიგ რეკორდულ ნიშნულს მიუახლოვდა. ამ დროისთვის მისი ღირებულება 2 655 დოლარს შეადგენს, რაც ერთთვიან ინტერვალში თითქმის 5%-იანი ზრდაა, წლიურად კი ოქროზე ფასმა 36.7%-ით მოიმატა. ამ გზით, ძვირფასი მეტალის ფასის საპროგნოზო 2 700 დოლარამდე შესრულებას სულ ცოტა უკლია.