აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრის გახსნა კვლავ გადადო.აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სახმელეთო საზღვრის გახსნის ვადამ ისევ გადაიწია. ინფორმაციას „კავკაზიფო“ ავრცელებს. უფრო კონკრეტულად კი, ქვეყანაში სპეციალური საკარანტინო რეჟიმის ვადა 2025 წლის 1-ელ იანვრამდე 06:00 საათამდე გაგრძელდა. აქამდე სპეციალური საკარანტინო რეჟიმი 2024 წლის 1-ელ ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავდა. ცნობისთვის, აზერბაიჯანმა სახმელეთო საზღვრები 2020 წელს დაკეტა. ამ ეტაპზე, აზერბაიჯანში შესვლა საჰაერო გზით არის შესაძლებელი. პანდემიის პრევენციის საბაბით 2 წლის წინ ჩაკეტილი სახმელეთო საზღვარი, აზერბაიჯანს დღემდე არცერთ მეზობელთან არ გაუხსნია. სხვადასხვა გათვლებით, აზერბაიჯანთან დაკეტილი სახმელეთო საზღვრის გამო საქართველომ 1 მილიონ 500 ათასი ტურისტი და 400 მლნ დოლარის შემოსავალი დაკარგა.