. 9-წუთიანი გამოსვლა გაერო-ს უმაღლესი ტრიბუნიდან და არცერთი სიტყვა ოკუპანტ რუსეთზე. ქვეყნის პრემიერმა ნიუ-ორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესიის ფარგლებში, მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა - მან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ისაუბრა და ტრიბუნიდან საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს მყოფ ადამიანებსაც მიმართა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ მიიღო არაერთი რთული გადაწყვეტილება და გამოწვევებს არ შუეშინდა. გარდა ამისა, პრემიერი გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზეც გამოვიდა სიტყვით, სადაც ასევე მშვიდობის მნიშვნელობაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. როგორ აფასებენ კობახიძის გამოსვლას ქართველი პოლიტიკოსები და რით ახსნა მთავრობის მეთაურმა ის ფაქტი, რომ მას ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საერთაშორისო ლიდერების მიღებაზე მიწვევა გაუუქმა.