ნატო რუსეთთან შესაძლო ომის შემთხვევისთვის საბრძოლო ხაზიდან დაჭრილთა ევაკუაციის გეგმას ამზადებს. პროგნოზების მიხედვით, ომი ფართო საბრძოლო ველზე გაიშლება და ნატო-ს მნიშვნელოვანი დანაკარგი ექნება, – ამის შესახებ ალიანსის ლოჯისტიკის სარდლობის ხელმძღვანელმა, გენერალ-ლეიტენანტმა, ალექსანდრ ზოლფრანკმა „დეილი მეილთან“ ინტერვიუში განაცხადა. გენერალმა აღნიშნა, რომ რუსეთის საჰაერო ძალების ფართო შესაძლებლობების გამო, დაჭრილთა თვითმფრინავებით ევაკუაცია შეიძლება, ძალიან სახიფათო აღმოჩნდეს, ამიტომ უმჯობესი იქნება სანიტარული მატარებლების გამოყენება.
ზოლფრანკმა ასევე ხაზი გაუსვა ნატო-ს სამედიცინო წესების უნიფიკაციის მნიშვნელობას. მისივე თქმით, გამოსავალი ამ შემთხვევაში შეიძლება იყოს „სამხედრო-სამედიცინო შენგენის“ შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს პრეპარატების, მათ შორის მძიმე დაზიანებებისთვის საჭირო ტკივილგამაყუჩებლების, თავისუფალ გადატანას.
იანვარში გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ დასავლეთის ქვეყნები მომდევნო სამი-ხუთი წლის განმავლობაში აქტიურად უნდა მოემზადონ რუსეთთან შესაძლო ომისთვის და ეს დრო „ინტენსიური შეიარაღებისთვის“ გამოიყენონ.