საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უცხოეთში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს მიმართა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხვალინდელი მომავალი სწორედ ემიგრანტების ხელშია და საზოგადოებამ სწორედ მათთან ერთად უნდა გადაწყვიტოს, საქართველო იქნება დამოუკიდებელი, ევროპული, თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანა თუ დაუბრუნდება გაურკვეველ წარსულს, რუსეთსა და მის გავლენას, სადაც ემიგრანტებს დაბრუნების სურვილი არ ექნებათ. როგორც პრეზიდენტი ემიგრანტებისადმი ვიდეო მიმართვაში აღნიშნავს, საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი მნიშვნელობისაა და ამიტომ მასში დიასპორის მონაწილეობა ძალზედ მნიშვნელოვანია.