საქართველოში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების ვიზიტი დასრულდა. მისია შემაჯამებელ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში პოლიტიკური ლანდშაფტის პოლარიზაციამ უპრეცედენტო დონეს მიაღწია, რაც არჩევნებს დე ფაქტო რეფერენდუმად აქცევს. დელეგაცია შეშფოთებულია ოპოზიციონერების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ შევიწროების, მათ მიმართ მუქარის, დაშინებისა და სიძულვილის ენის გამოყენების გამო. დელეგაცია საქართველოს ხელისუფლებას ე.წ. გამჭვირვალობის კანონის გაუქმებისკენაც მოუწოდებს. განცხადებაში უარყოფითადაა შეფასებული ანტიკორუფციული ბიუროს მიერ, "საერთაშორისო გამჭვირვალობისა" და მოძრაობა "აირჩიე ევროპას" „საარჩევნო მიზნების მქონე სუბიექტებად“ გამოცხადება.