აშშ-ის სენატის რამდენიმე წევრი საქართველოს ანტიკორუფციული ბიუროს გადაწყვეტილების შესახებ შეშფოთებას გამოთქვამს. მათთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ანტიკორუფციულმა ბიურომ „გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე“ ორგანიზაციებად "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და „აირჩიე ევროპა“ განსაზღვრა. გარდა ამისა, სენატორები აღნიშნავენ, რომ ეს გადაწყვეტილება საარჩევნო პერიოდში სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობას უფრო მეტად ზღუდავს. ხელისუფლების ოპონენტები სენატორების ამ განცხადებას სრულად იზიარებენ და ამბობენ, რომ ანტიკოროფციულმა ბიურომ ანტიდემოკრატიული გადაწყვეტილება მიიღო. თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი ბიუროს აღნიშნულ გადაწყვეტილებას კანონიერად მიიჩნევენ და აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავენ.